ქართველი მოსწავლეების მორიგი საერთაშორისო წარმატება
- 20 ივლისი, 2015
მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები (6 მონაწილე) მათემატიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან IMO 2015 (ტაილანდი, ჩიანგ-მაი) 4 მედლითა და 1 სიგელით დაბრუნდნენ.
ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ზაურ მეშველიანი (კომაროვის სახელობის ფიზიკა–მათემატიკის N199 საჯარო სკოლა) აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოლიმპიადაზეც იგი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ალექსანდრე საათაშვილმა (თბილისის კომაროვის ფიზიკა–მათემატიკის N199 საჯარო სკოლა), გიორგი ხოსროშვილმა (თბილისის კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა) და გიორგი კლდიაშვილმა (ჩაღლარის საგანმანათლებო დაწებულებების დნ.ნიკოლაძის სახელობის სკოლა- ლიცეუმი –ქუთაისი), სიგელის მფლობელი გახდა – საბა ძმანაშვილი (ჩაღლარის საგანმანათლებო დაწებულებების დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი).
აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში წელს პირველად, საქართველოს ნაკრები გუნდი გამორჩეულად კარგი შედეგებით დაბრუნდა. ასეთივე წარმატებებს ველოდებით ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
საერთაშრისო დონეზე მიმდინარე ოლიმპიადები ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ოლიმპიადებად ითვლება და მასში 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს ნაკრები გუნდები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ოლიპიადებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად აფინანსებს საქართველოს ნაკრები გუნდის წევრების შერჩევას, წვრთნას და ოლიმპიადებში მონაწილეობას.